პრეზიდენტი: არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში... ძალიან ბევრი ელოდება გადაწყვეტილებას

პუბლიკა

არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში… ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება გადაწყვეტილებას, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით შეკითხვას.

„ჯერ უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ახალი წესები, უნდა გამოვცე ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას… მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება. მორატორიუმს გავაუქმებ, როგორც კი მე ვიქნები მზად, მექნება შესწავლილი ყველა ის საქმე, რომელიც საჭიროა. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, ალბათ, გამიგებთ, რომ მე მინდა დრო, რომ ვიფიქრო, დავფიქრდე და და არანაირი შეცდომა არ დავუშვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სინოდის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გაეწია შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, „მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით”.