ადმინისტრაცია: პრეზიდენტი არ მიიწვიეს და ვერ დაესწრო იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დღეს, 13:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.

შემდეგ კი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკრების მემორიალურ დაფას.

ამასთან, ადმინისტრაციის განცხადებით, „სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვიეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის”.