საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა.
მანამდე სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განხცადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.