პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარკვეულ საკითხებზე ,,ზოგიერთი პოზიცია უნდა ახენას” და თუ პირადად არ შეხვდება პრეზიდენტს, ზურაბიშვილის სურვილია, რომ შედგეს მათ შორის დებატები.
,,ვერავინ გავიგეთ, რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას.. მე პირადად მზად ვარ და ვიწვევ დებატში. თუ პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს. დებატში გავარჩიოთ რაღაცები… ვალდებულია [ივიშვილმა] ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ ორჯერ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და ვიცით, რომ კორუფციის გამო.. ნაწილობრივ, მაგრამ მერე აბრუნებს, და ახალ თანამდებობაზე სვამს”, – თქვა მან.