პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები ხელფასის ნაწილს „კორონავირუსის“ ფონდში გადარიცხავენ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს გადაწყვეტილება, ამ სოლიდარული აქტით წვლილი შეიტანონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამ ურთულესი გამოწვევის დაძლევაში ყველა ერთად უნდა ვიყოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.