საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი EU-ის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა შეეხო ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის” ინიციატივას – განიხილეს როგორც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის საჭიროება, ასევე, არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.