პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.

31 მარტს, პარლამენტში ყოველწიური მოხსენებით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილმ თქვა, რომ ის 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდოდა.

13 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით აღარ გამოვიდოდა და ვიზიტი გადაიდო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში მთავრობის მხრიდან თანხმობის გაჭიანურების გამო გადაიდო.