საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი ესაუბრა:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
- ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს;
- პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას;
- მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს;
- პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას;
- ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს;
- ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალარ კარისს;
- ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
- შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინსიტრ ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტს დაესწრება პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელიც მთავრობის ცნობით, სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.