პრეზიდენტი გამოდის იდეით, შეიქმნას „კავკასიური მშვიდობის პლატფორმა“

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. მან სხვა საკითხებთან ერთად „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე გაამახვილა ყურადღება.

„ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით. საჭიროა, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე, რომელიც შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასეთი პლატფორმა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას. გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც კავკასიური იდენტობისა და კავკასიური კვლევების ცენტრმა.