პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
„სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა 13 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება.
ამასთან, გამოაქვენა შესაბამისი განკარულებები [1 და 2], 40-კაციანი სია, ვინც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდებოდა.
მმართველმა პარტიამ ეროვნულ ჯილდოზე 53 ადამიანი წარადგინა.
პრეზიდენტის განკარგულებას ფეხბურთის ფედერაციის და მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.