პრეზიდენტი გილაურს შეხვდა, თუმცა, არ ადასტურებს, რომ ის იქნება პრემიერობის კანდიდატი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფინანსისტი, საინვესტიციო ბანკირი ნიკა გილაური მიიღო.

თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტაციამ არ დაადასტურა სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად ნიკა გილაურს დაასახელებს.

ნიკა გილაური ენმ-ის ხელისუფლების დროს ენერგეტიკის მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. 2012 წლის შემდეგ ის საკონსულტაციო და საინვესტიციო საქმიანობას ეწევა.