პრეზიდენტი: მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, – წერს პრეზიდენტი.

დღეს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ და ამოღებისას 3 მათგანს დენმა დაარტყა. მათგან ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო– ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.