პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის სხვა სახელისა – ნინოსი. ვულოცავთ – ილია II

პუბლიკა

„თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას. ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს”, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნინოს დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ატარებს მის სახელს”, ილია II-ის ქადაგების წერილობით ვერსიას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.