პრეზიდენტი: თუ ქუჩებში „ძალადობა შეწყდა“, რა მიზანი აქვს დღევანდელ სასტიკ დარბევას?

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში რუსთაველზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება:

„თუ ქუჩებში „ძალადობა შეწყდა“, რა მიზანი აქვს დღევანდელ სასტიკ დარბევას? დედისგან ბავშვის გატაცება? შურისძიება ქალებზე?“, – დაწერა მან.

მანამდე პრეზიდენტმა დაწერა:

„თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკ ტერორს და რეპრესიებს ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები – გრძელდება“, – თქვა მან.