საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცესკო-ს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი განაცხადია წარდგენილი.
კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები უკვე წარუდგინა. მეორე პოსტზე კი, შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები.