პრეზიდენტის პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურება - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტი პრეზიდენტის პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურება.

„ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მან.


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, სალომე ზურაბიშვილი მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.