პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა.
საიტზე შესვლისას დაგხვდებათ თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“.
Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია. აშშ-ის დეკლარირებით, ის დაკავშირებულია რუსეთის ერთზე მეტ ჯაშუშურ სააგენტოსთან.
ასევე, არ მუშაობს კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებგვერდი.
გუშინ, 25 იანვარს ტელეკომპანია „მთავარმა“ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა იყო მათ ვებგვერდზეც.