საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, რომელიც ნოემბერში იყო დაგეგმილი, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინული მხარის თხოვნით, 2020 წლისთვის გადაიდო.
„მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, 2020 წლისთვის გადაიდო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნული განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა.