პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 14 მარტს ჩაინიშნა

პუბლიკა

„ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება“ პარლამენტში 14 მარტს 12 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატიც განმარტა:

„რაც შეეხება ფორმატს, ეს არის სპეციალური ფორმატი – თავდაპირველად არის პრეზიდენტის გამოსვლა და მოხსენება, ამის შემდეგ გამოდიან ფრაქციის თავმჯდომარეები და პოლიტიკური ჯგუფები და აქვთ 10-10 წუთი რეგლამენტით, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ბოლოს პრეზიდენტს, სურვილისამებრ, შეუძლია, დასკვნითი სიტყვა თქვას და ამით სრულდება… ტიპური ფორმატი, დისკუსიის, კითხვების დასმის – ეს ფორმატი არ არის. ეს არის მოხსენებითი ხასიათის ფორმატი…“, – განაცხადა პაპუაშვილმა.