პრეზიდენტმა 10 მსჯავრდადებული შეიწყალა

პუბლიკა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ათიდან მსჯავრდადებული 1 ქალია.

4 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდადებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდადებულებს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.