პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, 3 მსჯავრდადებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდადებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.