პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მიღება ამომრჩევლის მოსყიდვაა

პუბლიკა

პრეზიდეტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ამ კანონის მიღება ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა.

„საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”, – წერია განცხადებაში.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.