პრეზიდენტმა ანა დოლიძის განცხადება მიიღო და საბჭოს წევრობაზე შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე უკვე ყოფილმა წევრმა და მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით 22 ივნისს მიმართა.