პრეზიდენტმა და დანიელსონმა მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს | ადმინისტრაცია

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა.