პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა. დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის.
Leaving NY, proud to have made my contribution to the cause of #Georgia & of #UN.
Wishing best to my successor @BakradzeDavid.
Eagerly looking forwrd to my next stint in #Ottawa, building on my dear old friend Amb.Kavtaradze’s work for #Georgia?? – #Canada?? friendship & co-op pic.twitter.com/xE1AyiQMMd— Kaha Imnadze (კახა იმნაძე) (@kahaimnadze) August 30, 2022
ელჩების დანიშვნაზე უარის გამო მმართველი პარტია პრეზიდენტს აკრიტიკებდა. მიმდინარე წლის ივლისში პრეზიდენტმა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ერთადერთი ელჩი, რომლის დანიშვნასაც ხელი არ მოაწერა დავით ბაქრაძე იყო.
„დღის თემასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის გაეროში მის დანიშვნას არ ეთანხმება.
„ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის, ქალი ვიცე-პრეზიდენტისთვის. ორივე თხოვნა საელჩოსთან მქონდა და ვერაფრით მოხერხდა.