პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.
გიორგი შანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა 16 სექტემბერს მიუსაჯა.
გიორგი შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავებოდა:
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურის პოზიციით, შანიძის მიერ აღნიშნული დანაშაული გამოიხატა სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.
პროკურატურამ მოგვიანებით შანიძეს ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის მოყვანას გულისხმობს.