პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პუბლიკა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ცერემონია დღეს 19:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

„წავედი საქართველოდან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ რომ ვბრუნდები და ასეთ ტიტულს ვიღებ, სიამაყით მავსებს. ახლა მალე წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად, უდიდესი მადლობა, გაუმარჯოს საქართველოს”, – განაცხადა ილია თოფურიამ.

სალომე ზურაბიშვილმა ცერემონიაზე დასასწრებად მიიწვია პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა მათ მიწვევაზე უაღი განაცხადეს და დაჯილდოებას არ დასწრებიან.

„ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ, არც განიხილება ეს საკითხი, ჩვენ გვქონდა ილია თოფურიასთან ურთიერთობა, რაც ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის… “, – განაცხადა კობახიძემ.