იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი განკარგულება დღეს, 15 ივლისს გამოსცა.
შესარჩევმა კომისიამ, რომელიც 5 კანდიდატს გაესაუბრა, საბჭოში დასანიშნად გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს გაუწია რეკომენდაცია.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.