პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

„ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის NATO-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი NATO-ში. ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლისთავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის და თქვენ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ჯეიმს აპატურაი გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის რანგში საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება. ის მისიას ასრულებს და საქმიანობას კიბერუსაფრთხოების საკითხებში გააგრძელებს.