ჯო ბაიდენმა ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა

პუბლიკა

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტს“ ხელი მოაწერა – ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი.

ლენდ-ლიზის დამტკიცებით, თეთრ სახლს საშუალება მიეცა გვერდი აუაროს ბიუროკრატიული სირთულეებს და გაამარტივოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. სავარაუდოა, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება ამერიკული მხარდაჭერა უკრაინისთვის.

ლენდ-ლიზის აქტი შეერთებულმა შტატებმა აქამდე მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. მაშინ აშშ-მა მათთვის, ვინც ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა, მსხვილი დახმარება გამოყო. დახმარების ბენეფიციარი იყო საბჭოთა კავშირიც.