პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნის განკარგულებას

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

„რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება”. – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე და მისი მთავრობა საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.