მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად შექმნილი ვითარების გამო საქართველოს პრეზიდენტი საზღვარგარეთ დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს. განცხადებას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები.გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს”,- წერია განცხადებაში.