საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდადებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მსჯავრდადებულები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს დატოვებენ.