პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა.
მან ეს გადაწყვეტილება “საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად მიიღო” – ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.