პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრება შესთავაზა

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 16 ივნისს 19:00-ზე რიყეზე, ევროპის მოედანზე შეკრება შესთავაზა.

„გთავაზობთ და დეჟავუც მაქვს, არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს ყველა შევიკრობოთ , ევროპის მოედანზე, რიყეზე, შევიკრიბოთ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც იქნებიან რიგითი მოქალაქეები, მე, თქვენ, პოლიტიკოსები, მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე. არც პლაკატები იქნება, არც განცხადებები. თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლია, იმღეროს.

დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროკავშირის ელჩს და ევროპის ქვეყნების ელჩებს, შემოუერთდნენ აქციას. მან მიმართა ასევე ყველა პარტიას, გვერდით გადადონ დაპირისპირება და მოვიდნენ ერთსაათიან შეკრებაზე.

პრეზიდენტმა სამართლადამცველებს უსაფრთხოების ზომების მიღება დაავალა.

მან ასევე მიმართა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება“.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გაყოფის დრო არაა.

მან გააფრთხილა ხელსუფლება, რომ თუ მაინც ჩატარდა 20 ივნისს აქცია, ყველა ინციდენტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

„ახლა ჩვენი ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.