პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრებად დიმიტრი ჯაფარიძე და გიორგი ბაქრაძე წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს კანდიდატების, გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის ბიოგრაფიებს.