პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოში კანდიდატად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა.

„სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია. კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა პრეზიდენტი. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ეკა ღაზაძე 2017-2022 წლებში გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო. მანამდე, სხვადასხვა დროს მუშაობდა ი „კავკასრეესტრში“, DCFTA-ში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში, საქართველოს ბანკში, რენესანს კაპიტალში და ა.შ.

ეკატერინე ღაზაძის სრული ბიოგრაფია წარმოდგენილია ბმულზე.