პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს

პუბლიკა

პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართეს – ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს. ადვოკატის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველმა თავად ჩაიბარა განცხადება.

დღეს რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს და ციხეში 8 წელს გაატარებს.

გრიგორიადისი ორ სხვადასხვა საქმეზეა მსჯავრდებული, კერძოდ, 2023 წლის 25 სექტემბერს მას 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა მამის დაჭრის საქმეზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ალეკო ცქიტიშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში განმარტავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გრიგორიადისი შეიწყალოს ორივე საქმეზე, ერთ-ერთზე ან მისჯილი წლები გაუნახევროს.