საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ „ელჩების კონფერენცია 2022-ს“ არ დაესწრო.
მანამდე გავრცელებულ ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე.
პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ღონისძიებაზე დაუსწრებლობის მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა:
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – თქვა პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა. ადმინისტრაციის შეფასებით, ეს დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა.