დღეს, 1 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეული ფილმის დახურული ჩვენებით უნდა დაიწყოს.
ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც აღნიშნული კინოჩვენებაა დაგეგმილი. მათ კვირეულის ორგანიზატორზე, ანა სუბელიანზე გაიწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ შეკავებას პოლიცია ცდილობდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს.
Tbilisi Pride-ის ორგანიზებით, „ღირსების მარის“ გამართვა 5 ივლისს იგეგმება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“, მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. „ღირსების მარშის“ სლოგანია – „გამოდი სოლიდარობისთვის”.