პრიგოჟინი და უტკინი ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ - როსავიაცია

პუბლიკა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა.

„როსავიაციამ“ ბორტზე მყოფთა სიაში ასევე შეიყვანა „ვაგნერის“ თანადამფუძნებელი დიმიტრი უტკინი.

„ვაგნერთან“ დაკავშირებულმა Telegram-ის არხმა Grey Zone-მა დაწერა, რომ უტკინი მოკლულია.

ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაღუპულია, მათ შორის, 6 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.


პრიგოჟინი ივნისში ხელმძღვანელობდა წარუმატებელ აჯანყებას რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.