პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა

პუბლიკა

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა.

„დედოფლის გარდაცვალების მომენტში ტახტი დაუყოვნებლივ და ცერემონიის გარეშე გადაეცა მემკვიდრეს, ჩარლზს, უელსის ყოფილ პრინცს”,-  წერს BBC.

დედოფლის გარდაცვალების შემდგომ განცხადება გაავრცელა პრინცმა ჩარლზმა.

„მე ვიცი, რომ ამ დანაკარგს განიცდიან მთელ ქვეყანაში და უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში. გლოვისა და ცვლილების ამ პერიოდში, ჩვენს ოჯახს და მე ნუგეშსა და მხარდაჭერას მაძლევს იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ცოდნა, რომლითაც დედოფალი სარგებლობდა“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, ჩარლზის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს, 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.

ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა. 2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს.