„პრინციპულად აუცილებელია, გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში“, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მშობლებს მიმართავს, რომ ბავშვებს გეგმიური ვაქცინაცია ჩაიტარონ.
მათი თქმით, კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.
„თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია, გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობას, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას.
შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.
ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განხცადებაში.