გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს, საპატრიარქოს და „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლებთან ერთად ნინოშვილის ბავშვთა პანსიონში იმყოფებოდნენ.
UNICEF ავრცელებს განცხადებას, რომლოთაც მიესალმება თანამშრომლობასა და დიალოგს, რომლის მიზანიც, ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვთა საჭიროებების შეფასება, ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი მომსახურებების და ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრაა „გაეროს ბავშვთა ფონდი“ ამ პროცესში პრიორიტეტს ოჯახში დაბრუნებას ანიჭებს. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ბავშვების მოსაზრების გათვალისწინებაც.
„იუნისეფს სურს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ნინოწმინდის თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში ძალადობასთან, ცუდ მოპყრობასა თუ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.
ბავშვების, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მზარდასაჭერად საჭიროა გაძლიერდეს ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები.
ყველა მონაწილეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაიცვან ყველა ბავშვისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
იუნისეფი გააგრძელებს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას, დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.