მიუნხენში დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი“, – წერს პრემიერ-მინისტრი.