პრობლემა სახელად კორონავირუსი გლობალურია, არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით - დარგალი

პუბლიკა

„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი სტატუსების გავრცელებას. არაერთ ნეგატიურ, არაფრისმომცემ და ქსენოფობიურ სტატუსებს, კომენტარებსა თუ განცხადებებს ვეცნობი სოციალურ ქსელებში. პრობლემა, სახელად კორონავირუსი გლობალურია და ამ გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას, იგი არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით“, – ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამასთან, ვიცით, რომ ჩვენ, ყველა ვართ ტრადიციების მიმდევარი ხალხი და რიტუალები, როგორიცაა ქორწილები, დაკრძალვა და ა. შ ერთნაირი გვაქვს, რომელიც მყარადაა ჩვენში გამჯდარი, ამიტომ მარნეულშიც და საქართველოს დარანჩენ მუნიციპალიტეტებშიც, რთულია მოქალაქეები ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების გამო დადგენილ საგანგებო რეჟიმს მყისიერად დაექვემდებარონ. ამიტომაც, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კამპანიები და ეფექტური ღონისძიებების გატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მიუდგნენ აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან ისე, როგორც არასოდეს დღეს ერთმანეთის გვერდში დგომა, პატივისცემა და გაძლიერება გვჭირდება“, – წერს დარგალი.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო.