„პროცესი უნდა შენელდეს“ | კელი დეგნანი კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პარლამენტშია. ის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეებს – ანრი ოხანაშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრის თემა ეხება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების საკითხს და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელთა განხილვასაც უმრავლესობა დაჩქარებული წესით გეგმავს.

„ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობას, რომ გვქონდეს შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ მუხლთან, რომელიც გულისხმობს მისი თანაშრომლების სამსახურიდან დათხოვნას. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე. მათ გაგვცეს პასუხები და ჩაინიშნეს ასევე ჩვენი შენიშვნები.

ასევე, გვქონდა საშუალება, გვესაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც შედის საერთო სასამართლოების კანონმდებლობაში. ეს შეეხება დისცილინარულ პროცედურებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეს პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად. შესაბამისად, გამოვთქვით შეშფოთება. ეს უნდა იყოს ფართო, ინკლუზიური, რომელშიც ჩაერთვება სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე. ეს იყო ძირითადად ჩვენი რეკომენდაცია. პროცესი უნდა შენელდეს“, – გააცხადა კელი დეგნანმა.