ადმინისტრაციული წესით დაკავებულის პროცესს ევროპის ქვეყნების დიპლომატები ესწრებიან

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტირუსულ აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესზე ევროპელი დიპლომატები მივიდნენ.

ტელემედიის ინფორმაციით, პროცესს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, დანიისა და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სხდომის დაწყებამდე გოგილაშვილმა თქვა, რომ საელჩოების წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვეს.

დავით გოგილაშვილი 30 ნოემბერს, ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.