პროცესზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის - ჯიშკარიანი სააკაშვილზე

პუბლიკა

„სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის”, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას” წარმომადგენელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომელმაც დღეს გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„პაციენტი რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ჩვენი რეკომენდაციები გვექნება მკურნალობასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით. თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე დასწრებაში”, – ამბობს ის.

რაც შეეხება შეკითხვას, როდის იქნება მათი დასკვნა, ჯიშკარიანი ამბობს, რომ ხვალ ისევ აპირებენ ჰოსპიტალში მისვლას, ასევე უნდა გაეცნონ სამედინიცო დოკუმენტაციას, ელოდებიან გამოთხოვილ მასალებს და შემდეგ შეჯერდებიან მკურნალობა-რეაბილიტაციაზე.

„პაციენტს სჭირდება მულტიდისციპლინური მიდგომა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ფქსიქოლოგიური დახმარე არ სჭირდება”, – განაცხადა მან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული.