პროდუქტიული საუბრები კოლეგებთან – პომპეომ საქართველოში ვიზიტი Twitter-ზე შეაჯამა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ საქართველოში გამართული შეხვედრები Twitter-ზე შეაჯამა.

„მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე,“ – წერს მაიკ პომპეო.


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქს, ილია II-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მაიკლ პომპეოს ვიზიტთან დაკაშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საინფორმაციო, მდუმარე აქცია გამართეს პლაკატებით ხელში, წარწერებით – არჩევნები გაყალბებულია.

პომპეოს ვიზიტის ფარლგლებში დაგეგმილი არ ყოფილა ოპოზიციასთან შეხვედრა; მისი თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პომპეოს თანაშემწე, ფილიპ რიკერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებოდა.